ჩემთვის არავის აუხსნია რა არის სექსუალური ძალადობა. არ ვიცოდი ვისთვის მეთხოვა დახმარება, რა უნდა მექნა რომ ზვიადი* დასჯილიყო. სკოლაში დამრიგებლისთვის მინდოდა მოყოლა, თუ მეცოდინებოდა რომ მას დასჯიდნენ იმის გამო რასაც აკეთებდა, ვეტყოდი დამრიგებელს.“ - ამბობს 11 წლის ანა*.

ანა 11 წლის უსინათლო ბავშვია. იგი წლების განმავლობაში დედის მეგობარი მამაკაცის, ზვიადის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

სექსუალური ძალადობის პირველივე ფაქტის შემდეგ ანამ დედას მოუყვა მომხდარის შესახებ, თუმცა დედამ ბავშვს არ დაუჯერა. გარკვეული ხნის შემდეგ, ანა კვლავ შეეცადა დედისთვის ეთქვა, რომ მისი მეგობარი მამაკაცი მას აუპატიურებდა, ეს ანას 8 წლის ძმამ, გიორგიმაც დაადასტურა.  დედამ არც გიორგის დაუჯერა. გაუპატიურება ხდებოდა მაშინაც, როდესაც დედა სახლში, სხვა ოთახში იყო.

ანას არ ჰქონდა ინფორმაცია და ცოდნა იმის შესახებ რომ ზვიადის მხრიდან განხორციელებული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ანამ ასევე არ იცოდა რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის შემთხვევაში, ზვიადს დასჯიდნენ, იმის გამო, რაც მან ანას დაუშავა. ბავშვმა ისიც არ იცოდა როგორ და ვისთვის მიემართა დახმარებისთვის.

„ჩემთვის არავის აუხსნია რა არის სექსუალური ძალადობა. არ ვიცოდი ვისთვის მეთხოვა დახმარება, რა უნდა მექნა რომ ზვიადი დასჯილიყო. სკოლაში დამრიგებლისთვის მინდოდა მოყოლა, თუ მეცოდინებოდა რომ მას დასჯიდნენ იმის გამო რასაც აკეთებდა, ვეტყოდი დამრიგებელს.“ - ამბობს ანა.

ანას სასამართლო დავა

2022 წლის დეკემბრიდან PHR-ი ანას ინტერესებს იცავს სასამართლოში და პერიოდულად მისი საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გაწვდით. (ანას საქმესთან დაკავშირებით სიახლეები იხ. ქვევით).

ანამ განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვა მოითხოვა. ანას ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს.

ამასთან, ანა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, ვინაიდან განათლების სამინისტროს უმოქმედობის შედეგად (ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების არ დანერგვა წლების განმავლობაში) ვერ მოხდა მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის პრევენცია.


PHR
-ის დავა

PHR-მა 2021 წლის ივლისში მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვა ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში. სამინისტრომ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. PHR - მა 2021 წლის აგვისტოში განათლების სამინისტროს უარი სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვა კვლავ მოსამზადებელ ეტაპზეა. 

იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო მიმართვისთანავე დააკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნას, ან სასამართლო განიხილავდა საქმეს ეფექტურად და დროულად, გონივრულ ვადაში, ანა  მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში არ იქნებოდა გაუპატიურების მსხვერპლი.

აღსანიშნავია, რომ ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების არარსებობასა და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას შორის კავშირი დადასტურებულია საერთაშორისო კვლევებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით.(შვეიცარიის და ეკვადორის ქეისები).

*ყველა სახელი და სხვა მონაცემები შეცვლილია ბავშვების ინტერესის დაცვის მიზნით 


ანას საქმე:

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვა ზეგავლენისგან

სექსუალურ ძალადობაზე ბავშვის მონათხრობის იგნორირებაბავშვის უფლების დარღვევას წარმოადგენს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 11 წლის ბავშვის საქმეზესამართალდარღვევა დაუდგინდა

არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისსექსუალური ძალადობის საქმის განხილვა დასრულდა

როგორ ისჯება ზეგავლენა ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.