საზოგადოებრივი ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 2012 წელს დაარსდა.  

ამჟამად ორგანიზაციაში დასაქმებულია 10 უფლებადამცველი, მათ შორის ადვოკატები,  მკვლევარები, კომუნიკაციის სპეციალისტი და სხვა პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით იბრძვიან თანასწორობისა და სამართლიანობის მისაღწევად.

ჩვენი გუნდი ადამიანის უფლებების დასაცავად შემდეგ გზებს მიმართავს:

  • სტრატეგიული სამართალწარმოება - ორგანიზაცია ქალებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოწყვლად ჯგუფებს აწვდის უფასო იურიდიულ დახმარებას, წარმოადგენს რა მათ ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • ადვოკატირება - მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების  მიზნით იურიდიული კვლევების ჩატარება, მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია და მათი მეშვეობით, ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაკისრება სოციალურ ცვლილებების მისაღწევად.
  • ცნობიერების ამაღლება - რეგულარული კონფერენციების, ტრენინგების, შეხვედრების, სემინარების, კამპანიების ორგანიზება. 
  • საზოგადების ინტეგრაცია - სხვადასხვა ღონისძიებების, სამუშაო ჯგუფებისა და მსგავსი აქტივობების განხორციელება ქვეყანაში არსებული ნეგატიური განწყობის შესამცირებლად სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, და, ამ ჯგუფების საზოგადოებასთან ინტეგრაციის გასამყარებლად. 


PHR-ის ანგარიშზე არაერთი სტრატეგიული და პრეცედენტული გამარჯვებაა.