2023 წლის 3 ნოემბერს PHR-ის იურისტები თამარ გაბოძე და თამარ კაპანაძე ქ. თბილისის N202 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ.

ქ. თბილისის N202 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო სერვის აწვდის უსინათლო ბავშვებს. ვინაიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან სექსუალური ძალადობის მომეტებული საფრთხის ქვეშ, მნიშვნელოვანია სკოლის თანამშრომლებს ჰქონდეთ ინფორმაცია რა ვალდებულებები აქვს სკოლას, რას წარმოადგენს სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე, რას მოიცავს სკოლის ვალდებულებები ძალადობის იდენტიფიცირების შემთხვევებში. 

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ოცზე მეტი მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული თემის განხილვაში. პედაგოგები გამოხატავდნენ მათი ვალდებულებების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების ინტერესს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სრჯ უფლებები, სექსუალური განათლების მნიშვნელობა ძალადობის პრევენციის საკითხში, სექსუალური შევიწროვება და ბავშვთა მიმართ ძალადობა.

PHR აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ძალადობისაგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. 


შეხვედრები მიმდინარეობს RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.