სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს - ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბერიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით.
დოკუმენტირების ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" PHR.
დოკუმენტირება ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს და მათთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს.