შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვისა და საზოგადო ცხოვრებაში მათი  ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.  

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გასაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ქონდეთ ინფორმაცია მათი ამ ფუნდამენტური უფლებისა და მისი გამოყენების შესახებ. 

ამ მიზნით, PHR-მა დაიწყო ცნობიერების ამაღლების შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან. სექტემბრის თვეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორგანიზაციის თანამშრომლებმა გამართეს შეხევდები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში და საცხოვრისებში. PHR-ის იურისტებმა შშმ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს ხმის მიცემის პროცედურების, არჩევნებში მათ მონაწილეობისა და სახელმწიფოს ვალდებულების შესახებ, შექმნას შშმ პირებისთვის მისაწვდომი პირობები. 

შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ შშმ პირთა უმრავლესობა არ ფლობდა საკმარის ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, PHR აგრძელებს ცნობიერების ამაღლების შეხვედრებს შშმ პირების არჩევნებში მონაწილეობის და მათი უფლებების დაცვის მიზნით.