PHR საინფორმაციო კამპანია “საქართველოს ხმა ევროკავშირს” შეუერთდა. მასშტაბური კამპანია სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ. კამპანიის ფარგლებში PHR-ის გუნდის წევრებმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის, ხმის მიცემის ახალი ელექტრონული წესისა და დამკვირვებლად დარეგისტრირების თაობაზე საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“, რომელიც აერთიანებს 30 არასამთავრობო ორგანიზაციას, საპარლამენტო არჩევნების უპრეცედენტოდ მასშტაბურ სადამკვირვებლო მისისთვის ემზადება, რომლის მიზანია სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა და ქართველი ამომრჩევლების ხმების დაცვა. “ჩემი ხმის” დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გახსნილ უბნებშიც.