ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” საქრთველოს რეგიონებში ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. ტრენინგების სერია ქალაქ ქუთაისს, ზესტაფონსა და კახეთის რეგიონს მოიცავს. შეხვედრების მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაა.
PHR-ის იურისტები ტრენინგების მონაწილეებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის საკანონმდებლო მექანიზმების, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობისა და სამართალწარმოების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. ტრენინგების განმავლობაში დამსწრე საზოგადოება სიღრმისეულად ეცნობა ქალთა მიმართ ძალადობის განმარტებას, არსებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და მათ გავლენას ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში.
ტრენინგების სერია PHR-ის ორგანიზებითა და “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.