2024 წლის 21 მარტს PHR-მა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბის წევრებისთვის „ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით რიგით მეხუთე შეხვედრა ჩაატარა.


შეხვედრაზე განხილული იყო:

  • Ø საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევები;
  • Ø ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაცია;
  • Ø ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა;
  • Ø ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ;
  • Ø მართლმსაჯულების პროცესში ქალების ეფექტურად ჩართულობის ხელის შემშლელი ფაქტორები;
  • Ø სახელმწიფოს და საზოგადოების როლი გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. კლუბის წევრები სურვილს გამოთქვამდნენ მსგავს შეხვედრებში უფრო ინტენსიური ჩართულობის შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდა თამარ გაბოძე.