ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტებმა, ანა თავხელიძემ და სოფიკო მენაბდიშვილმა, 2024 წლის 04 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კლინიკის სტუდენტებთან შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრის თემა იყო გენდერული თანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები. 

შეხვედრაზე PHR-ის იურისტებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობაზე, ასევე, სტერეოტიპების ხელშემწყობ ფაქტორებსა და გენდერული სტერეოტიპების გავლენაზე მართლმსაჯულების სფეროში.

სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრაში და არაერთი პრობლემური საკითხის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იყვნენ თუ არა არასამთავრობო სექტორში კაცი უფლებადამცველები, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავენ, ასევე ინტერესი გამოიწვია რამდენად ეფექტური იყო ქვეყნის შიდა მექანიზმები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

 

________________________________________

შეხვედრა ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.