ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტმა, ანა თავხელიძემ, 2024 წლის 01 მარტს ქუთაისში გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებთან შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე PHR-ის იურისტმა სტუდენტებთან ერთად განიხილა გენდერული თანასწორობის საკითხები, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტი და სასამართლო პრაქტიკა.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრაში და არაერთი პრობლემური საკითხის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრე ინტერსი გამოიწვია,ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სტერეოტიპების, პოლიციისადმი მიმართვის საკითხებმა.
________________________________________
შეხვედრა ხორციელდება “ქალთა ფონდი
საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.