შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები და გოგოები, რომლებიც დარღვეული უფლების აღდგენისთვის იბრძვიან, აწყდებიან კომპლექსურ წინააღმდეგობებს, რომელიც იქმნება უსამართლო კანონმდებლობით, მმართველობის სისტემით და სტერეოტიპებით. ეფექტური მისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სახელმწიფოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი, ქალების და გოგოების უფლებები იყოს გარანტირებული, პატივცემული და მხარდაჭერილი.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს ძირითადი და აუცილებელი ინფორმაცია, საქართველოში არსებული ბარიერების შესახებ, რომლებიც რიყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და განსაკუთრებით, ქალებს მართლმსაჯულების სისტემიდან, აგრეთვე შემოთავაზებული რეკომენდაციებით დაეხმაროს როგორც მათ, ასევე სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს სისტემური ცვლილებების გატარებაში.
შინაარსი:
- მისაწვდომობის სტანდარტი
- ფიზიკური მისაწვდომობა
- კანონმდებლობაზე წვდომა
- ინფორმაციაზე წვდომა
- პროცედურული მისადაგება
- კომუნიკაციის მისაწვდომობა
- საჩივრების ადაპტირებული ფორმები
- დასკვნა და რეკომენდაციები
ავტორი: ანა აბაშიძე.
რედაქტორი: ნინო ბექიშვილი.
პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიერ," ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს.