2023 წლის 2 ნოემბრიდან ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR” თამარ გაბოძე უხელმძღვანელებს.

თამარი სისხლის სამართლის ადვოკატია. მისი გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში მრავალ წელს მოიცავს. რაც შეეხება სასამართლო პრაქტიკას, თამარი 10 წელზე მეტია სასამართლოში ადამიანის უფლებებს იცავს. ის არაერთი ქალის, ბავშვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ადვოკატია დღესაც.

თამარი ორგანიზაციაში 2020 წლიდან მუშაობს. თანამშრომლობის პერიოდში, მან არაერთ პრეცედენტულ საქმეზე იმუშავა. ის პრინციპული პროფესიონალია, რომლის ღირებულებებიც ადამიანებისათვის სამართლიანი გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.  

2022 წლიდან თამარი არის სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტი.

ასევე, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

თამარს აქვს ის პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებით გაგრძელებისთვის.

2020 წლიდან დღემდე თამარი ორგანიზაციაში სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციას იკავებდა.