„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“-ში პროექტის  კოორდინატორს ვეძებთ!

სამუშაო განაკვეთი: სრული

კონტრაქტის ხანგრძლივობა: 11 თვე

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: $900 ექვივალენტი ლარში.


2023 წლიდან
PHR„კოალიცია თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. კოალიციის თავმჯდომარეობის ფარგლებში ორგანიზაცია იწყებს პროექტს: “სოციალური დაცვის და თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება სხვადასხვა ჯგუფებისთვის საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს ცენტრალური  ხელისუფლების დონეზე, სოციალური დაცვის პოლიტიკისა და თანასწორობის პოლიტიკის უკვე იდენტიფიცირებული ხარვეზების, სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციებისა და გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირებას. 

პროექტის კოორდინატორის მოვალეობები/ფუნქციები:

  • პროექტის კოორდინაცია;
  • პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
  • კოალიცია თანასწორობისთვის წევრ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
  • პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • პროექტის რისკების მართვა;
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • პროექტის შესრულების ანგარიშების მომზადება.


კანდიდატის კვალიფიკაცია

  • პროექტების კოორდინაციის მართვის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უპირატესობა მიენიჭებათ აგრეთვე კანდიდატს, რომელსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.


განათლება:

  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან სამართალმცოდნეობის მიმართულებით (შესაძლებელია იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.


კანდიდატის უნარები და კომპეტენციები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაგეგმვის/ორგანიზების უნარები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects.phr@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ  პროექტის კოორდინატორი

განცხადებების მიღება წარმოებს 2023 წლის 10 იანვრამდე.

გისურვებთ წარმატებებს!