წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კრიტიკულ მიმოხილვას საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი განათლების არარსებობისა და ამ საკითხიდან გამომდინარე პრობლემების შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაფართოვდა ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულებისა და გენდერული ძალადობის პრობლემა, მაგრამ მისი ძირეული მიზეზები არ მოგვარებულა. ბავშვები არაფორმალური არხებით, მათ შორის სოციალური მედიისა და თანატოლების მეშვეობით, იღებენ ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ამ ინფორმაციის მოძიებისას ისინი აწყდებიან კიბერ სექსუალური ძალადობისა და არასათანადო მიზნებით მათი ნდობის მოპოვების გაზრდილ რისკებს. მდგომარეობა მძიმეა, ვინაიდან ხელისუფლება ვერ პოულობს გზებს ულტრა- მემარჯვენეების წინააღმდეგობის დასაძლევად და, შესაბამისად, ბავშვები ამ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის უქონლობის საფრთხის წინაშე რჩებიან.

 ავტორები: ანა არგანაშვილი, ანა აბაშიძე

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სახელით