6 ოქტომბერს, PHR-ის ორგანიზებით, გაიმართა დიალოგი ქართველ ქალ ათლეტებს შორის, რომლის მიზანია გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის მხარდაჭერა და წახალისება. შეხვედრას ესწრებოდნენ ფეხბურთელი, კალათბურთელი, ტანმოვარჯიშე, რაგბის და ტაეკვანდოს სახეობაში მოღვაწე ათლეტი გოგოები. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტული ფსიქოლოგები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
ღონისძიების მთავარი სტუმარი იყო 12 ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის ტიტულის მფლობელი ნანა ალექსანდრია. მან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებებზე, სირთულეებზე და ბრძოლებზე რომელიც ქალ ათლეტებს გაუვლიათ საქართველოს ისტორიაში ღირსეული ადგილის დაკავების მიზნით. საუბრის დიდი ნაწილი შეეხო ქართველი ქალი ათლეტების შთამბეჭდავ გამარჯვებებს და სპორტში ქალთა უფლებების პატივისცემისთვის ქალი ათლეტების როლზე.
კონფერენციას ესწრებოდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი, რომელმაც ათლეტ გოგოებს მიმართა და მხარდაჭერა გამოხატა. ისაუბრა ქალი ათლეტების წინაშე არსებულ მრავალ სირთულეზე, ბარიერებზე, აგრეთვე გენდერული ნიშნით შევიწროების პრობლემაზე სპორტში.
მონაწილე ათლეტებმა ისაუბრეს ქალთა სპორტის არსებითი მხარდაჭერის და თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობაზე. უფრო ცხადი და ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობაზე, სტიგმებთან და სტერეოტიპებთან საბრძოლველად, დაფინანსების თანასწორობაზე და რეგიონებში გოგო ბავშვების მხარდაჭერაზე ჩაერთონ სხვადასხვა სპორტის სახეობებში.
კონფერენცია გაიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისგან სპორტში“.