2022 წლის 22 ივლისს PHR-ის ადვოკატებმა ბორჯომის დღის ცენტრ „თებეს“ თანამშრომლებისა და მათი ბენეფიციარების მშობლებთვის ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: "შშმ პირების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლები".

ტრენინგის მსვლელობისას PHR-ის ადვოკატებმა მიმოხილეს ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენცია შშმ პირთა უფლებების შესახებ.  ასევე, მშობლებს და  მომვლელებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა უფლებებს მოიცავს ჩარჩო ტერმინი - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს გარდატეხის ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს. მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს, როგორია თვით სტიმულირების თანამედროვე აღქმა და რა შემთხვევაში უნდა მიექცეს ყურადღება აღმზრდელისა თუ სპეციალისტის მიერ. ასევე, ტრენინგის დროს განხილული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის აბორტის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების და კომუნიკაციის პრინციპები.

მშობლებმა და მომვლელებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, ისაუბრეს  ბარიერებზე რასაც ისინი აწყდებიან. მონაწილეებისთვის შეხვედრა იყო ინფორმაციული და სასარგებლო ბენეფიციართა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის  მიზნით.

                                              


შეხვედრა განხორციელდა პროექტ "შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის" ფარგლებში RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.