2022 წლის ივლისში PHR-ის ადვოკატებმა შეხვედრა  მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ჩაატარეს. სპორტის სასახლე 5000-მდე სხვადასხვა სპორტის მიმდევარ ათლეტს აერთიანებს.

შეხვედრას დაესწრნენ სპორტის სასახლის  ქალი თანამშრომლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

PHR-ის ადვოკატებმა ისაუბრეს სპორტში ქალი და ბავშვი ათლეტების სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე.

თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატებს გააცნეს ორგანიზაციის შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებები, სადაც აქვთ განსაზღვული დისკრიმინაციისგან სპორტსმენების დაცვის საკითხი. სპორტის სასახლის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა ცალკე შევიწროებისგან დაცვის მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებით. 

მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს მზაობა ცალკე დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელი ათლეტებს სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისგან დაიცავს.

სპორტში ქალი და ბავშვი ათლეტების სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია პოლიტიკის დოკუმენტების და ეფექტური მექანიზმების არსებობა. 

PHR-ის ადვოკატები ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში.

მეტი ინფორმაცისა და იურიდიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322331356.   


შეხვედრა გაიმართა პროექტების „ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში“  და გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობა საქართველოში" ფარგლებში. 

შეხვედრის ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს პროგრამა "გენდერული თანასწორობა საქართველოში",  რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.