24 და 25 ივნისს PHR-ის ადვოკატებმა  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდეგში - სააგენტო) იურისტებს და სოციალურ მუშაკებს ტრენინგები ჩაუტარეს თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება.

სააგენტოს სოციალურ მუშაკებს, ისევე როგორც ადვოკატებს დიდი როლი აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ინსტიტუციაში მყოფი ქალების შემთხვევაში. ასევე, როდესაც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლის  გაძლიერების და მათ შვილებთან ურთიერთობის საკითხი დგება.

PHR-ის ადვოკატებმა ტრენინგების დროს განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა:

  • რას მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება;
  • რა სირთულეებს აწყდებიან შშმ ქალები მშობლის უფლება-მოვალეობების განხორცილებისას;
  • რა მოვალეობები აქვთ სააგენტოს იურისტებსა და სოციალურ მუშაკებს შშმ ქალთა გაძლიერების მიზნით;
  • როგორ უნდა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედების, როგორც მშობლის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და სხვა.


ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ესწრებოდა 15 იურისტი და 20 სოციალური მუშაკი. მათი განსაკუთრებული ინტერესის საგანს ინსტიტუციაში მყოფი ქალების უფლებების დაცვა წარმოადგენდა. ტრენინგზე გამოიკვეთა სამომავლო შეხვედრების, მათ შორის სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის ტრენინგების ჩატარების საჭიროება.

   


შეხვედრა განხორციელდა პროექტ "შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის" ფარგლებში RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.