2021 წელს PHR-მა “შვედეთის სექსუალური განათლების ასოციაციის“ (RFSU) ფინანსური მხარდამჭერით, გასცა სამი მცირე გრანტი   „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების საკითხებზე“.

გვაქვს შესაძლებლობა მიმდინარე წელს კვლავ გამოვაცხადოთ ერთი მცირე გრანტი, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება  სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებით.

 

პროგრამის ფარგლებში გაიცემა ერთი გრანტი.

გრანტი გაიცემა - 5,000 ლარის ოდენობით.

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შშმ ქალების უფლებებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფს ან ორგანიზაციას.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობის  ზრდას.  მათ შორის, უსაფრთხო აბორტზე, ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე მისაწვდომობას, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებით სარგებლობის ხელშეწყობას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გაძლიერებას;
  • საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებზე;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ადვოკატირებას.

 

გრანტის მიღების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

პროექტის/სამოქმედო გეგმის აღწერილობა;

პროექტის ბიუჯეტი;

განაცხადის ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

ბიუჯეტის ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

განაცხადის  შემოტანის ბოლო ვადა 2022 წლის 5 ივნისი, 18:00 საათი. 

განაცხადი უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მეილზე: projects.phr@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: „მცირე გრანტების პროგრამა“.

კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე:

projects.phr@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ: 032 2 33 13 56

+995 599 091 551ან +995 598 324 871