ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა

და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის

საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

ასლი: ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს


2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა. უახლოეს პერიოდში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს კითხვარს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.

ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც ჩვენს მიერ იდენტური კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ე თავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება (იხ. შეფასების დოკუმენტი https://bit.ly/3LUEYyh).

აღნიშნულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ
წარდგენილი პასუხების გასაჯაროება, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, 
ინკლუზიურს და უზრუნველყოფს დაინტერესებული აქტორების ჩართულობას.  

11 აპრილი, 2022 წელი
თბილისი

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 
  3. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
  4. სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  5. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. უფლებები საქართველო
  8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  9. ღია სივრცე კავკასია
  10. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. კავშირი საფარი
  13. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  15. პრევენცია პროგრესისთვის
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი