„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“ ფონდების მოძიების სპეციალისტს (ფანდრაიზერს) ეძებს!

სამუშაო განაკვეთი: არასრული

მოვალეობები/ფუნქციები:

  • პოტენციური დონორების იდენტიფიცირება;
  • დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
  • დონორებთან და პოტენციურ დონორებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
  • საპროექტო განაცხადებზე/იდეებზე მუშაობა;
  • საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორთა ბაზების შექმნა-მართვა;
  • რესურსების მობილიზაციის კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად საპროექტო განაცხადების ფორმულირება;
  • ფინანსური მენეჯერის დახმარებით საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის მომზადება


კანდიდატის კვალიფიკაცია:

·      არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება

·      საპროექტო განაცხადებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

განათლება:

  • უმაღლესი (მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა);
  • განათლების სფერო: სოციალური/პოლიტიკური მეცნიერებები (ადამიანის უფლებები/გენდერის კვლევები); ბიზნეს ადმინისტრაცია/მართვა


კანდიდატის ცოდნა და კომპეტენციები:

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საპროექტო განაცხადზე მუშაობის პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
  • დაგეგმვის/ორგანიზების უნარები.


ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects.phr@gmail.com

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

განცხადებების მიღება წარმოებს  2022 წლის 29 აპრილის 23:59-მდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ  „ფონდების მოძიების სპეციალისტი“