„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“-ში პროექტების  კოორდინატორს ვეძებთ!

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1700 ლარი  

პროექტიის კოორდინატორის მოვალეობები/ფუნქციები:

  • პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
  • პროექტში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • პროექტის ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
  • პროექტის რისკების მართვა;
  • პროექტის შესრულების ანგარიშების მომზადება;


კანდიდატის კვალიფიკაცია

·      პროექტების კოორდინატორად მუშაობის გამოცდილება

·      არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

განათლება:

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.


კანდიდატის უნარები და კომპეტენციები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • კომუნიკაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საპროექტო განაცხადზე მუშაობის პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
  • დაგეგმვის/ორგანიზების უნარები

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects.phr@gmail.com

განცხადებების მიღება წარმოებს  2022 წლის 29 აპრილამდე.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ  „პროექტების კოორდინატორი“.