ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა 4 და 7 მარტს გორსა და ოზურგეთში შშმ ქალების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით (შემდეგში - სრჯუ) სარგებლობა კვლავაც სერიოზული გამოწვევაა. შშმ ქალები, ისევე როგორც მათი მშობლები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, როგორც ზოგადად, ასევე სექსუალური საჭიროებებისა და სრჯ უფლებების შესახებ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები გავლენას ახდენს მშობლებზეც, რაც ხელს უშლის უფლებების რეალიზებას.

შშმ პირთა სრჯ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების აღმოფხვრის მიზნით,  იურისტები გორსა და ოზურგეთში შშმ ქალების მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრის დროს მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს ის სტერეოტიპები, რაც საზოგადოებაში შშმ პირთა სექსუალური საჭიროებების თაობაზე არსებობს. მშობლები აქტიურად დაინტერესდნენ თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი შვილების დახმარება და მხარდაჭერა. შეხვედრის განმავლობაში გაიზარდა მიმღებლობა განსახილველი საკითხების მიმართ.

შშმ პირთა მშობლების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პჩრ კვლავაც გეგმავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას.

შეხვედრა შესაძლებელი გახდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.