2021 წლის დეკემბერში, 12 წლის სანდრო და 14 წლის დათა, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ტკბილეულის შესაძენად შევიდნენ. მაღაზიიდან გამოსვლის დროს სანდროს ქურთუკი დახლს გამოედო საიდანაც რამდენიმე შოკოლადი გადმოვარდა. ბავშვი მაღაზიის თანამშრომელს შოკოლადების დალაგებაში მიეხმარა, თუმცა წამოსვლის დროს შოკოლადის ქურდობა დააბრალეს და უთხრეს რომ უსაფრთხოების თანამშრომლის მოსვლამდე არსად გასულიყო. მაღაზიის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ბავშვები ვერ გავიდოდნენ მაღაზიიდან სანამ კამერების საშუალებით არ სიმართლე არ გაირკვეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სანდრო და დათა ქურდობის ფაქტს უარყოფდნენ ბავშვებს არ აძლევდნენ მაღაზიიდან გამოსვლის უფლებას. მათ არ ახლდათ თან სრულწლოვანი პირი.
12 წლის სანდრომ დაიწყო ტირილი, გადმოყარა თავისი ჩანთა, გადმოიტრიალა ჯიბეები, რათა ეჩვენებინა, რომ არაფერი მოუპარავს. მაღაზიის თანამშრომლების პასუხი კი ის იყო, რომ შეიძლება სადმე გადააგდო მოპარული შოკოლადი და ამით ვერაფერს ამტკიცებდა.
ბავშვებს ასევე ამუნათებდნენ, რომ მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ რომ პოლიციას არ გამოუძახეს. ბავშვები ეკითხებოდნენ მაღაზიის თანამშრომლებს, როდის გაუშვებდნენ, თუმცა მაღაზიის თანამშრომლები არ პასუხობდნენ. თანამშრომლების მხრიდან იგნორირების გამო ერთ-ერთმა ბავშვმა თავში ხელების დარტყმა და ყვირილი დაიწყო.
ბავშვებს გარეთ მშობლის მიერ გამოძახებული ტაქსი ელოდებოდათ, რადგან ბავშვებმა დაიგვიანეს, ტაქსის მძღოლმა დაურეკა მშობელს, რის შემდეგაც მშობელი თავად დაუკავშირდა დათას დაგვიანების მიზეზის გასარკვევად და სწორედ ამ დროს ბავშვმა უთხრა დედას რაც ხდებოდა.
მშობელმა ითხოვა მაღაზიის თანამშრომლებთან ტელეფონით გასაუბრება, თუმცა მაღაზიის თანამშრომლებმა უარი თქვეს დედასთან გასაუბრებაზე.
ბავშვები მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც გაიგეს, რომ მშობლები მიდიოდნენ ადგილზე. ბავშვის ინიციატივით ტელეფონის ნომერი ჩაინიშნეს და უთხრეს, რომ წასვლა შეეძლოთ.
მშობლების ადგილზე მისვლის შემდეგ
მაღაზიის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, თუმცა პოლიციის მხრიდან რაიმე
რეაგირება არ მომხდარა. მას შემდეგ რაც მშობლებმა მაღაზიის ცხელ ხაზზე დარეკეს,
მაღაზიის თანამშრომლებმა მათ კამერის ჩანაწერები აჩვენეს. კამერის ჩანაწერები
აგრეთვე ნახეს პოლიციის თანამშრომლებმა. აღმოჩნდა, რომ ბავშვების მხრიდან ქურდობას
ადგილი არ ჰქონია, მაღაზიის თანამშრომლებმა აღიარეს რომ შეცდნენ და ბოდიში
მოუხადეს ბავშვებს.
PHR-ისთვის იურიდიული დახმარებისთვის
არაერთხელ მიუმართავთ ბავშვებსა და მშობლებს მაღაზიის თანამშრომელთა მხრიდან
ბავშვებისთვის ქურდობის უსაფუძვლოდ დაბრალებისა და გადაადგილების თავისუფლების
თვითნებურად შეზღუდვის თაობაზე, რაც უხეშად არღვევს ბავშვის უფლებებს და ხშირ
შემთხვევაში წარმოადგენს დანაშაულს.
მშობლისა და PHR-ის არაერთი მიმართვის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო
სურსათის მაღაზიაში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის
"ა" ქვეპუნქტით.
PHR აგრძელებს ბავშვების ინტერესების დაცვას.
* ბავშვების სახელები შეცვლილია.
* ფოტო აღებულია ინტერნეტიდან.