2019 წლის 28 მაისს, ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის თემებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრები საქართველოს საჯარო სკოლებში დაგეგმილი ღონისძიებების ციკლიდან რიგით მეორეა, რომლის ფარგლებშიც PHR-ი სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სასკოლო სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბულინგს, ასევე ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს განიხილავს.

თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში შეხვედრები ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ შვიდსაფეხუროვანი სტრატეგიის (INSPIRE) მიხედვით შემუშავებული მეთოდოლოგიით წარიმართა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ვალდებულებებსა და როლებზე, რომლებიც მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს სასკოლო სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის გადასაწყვეტად ეკისრებათ.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ძალადობის ისეთი ფორმის მიმართ, როგორიცაა უგულვებელყოფა, ისაუბრეს ჩაგვრის დროს მსხვერპლის შიშზე და დაინტერესდნენ ბავშვთა მიერ სასამართლოსთვის მიმართვის არსებულ შესაძლებლობებზე.

მასწავლებლების ინტერესის საგანს ანტიბულინგური სტრატეგიები წარმოადგენდა. მათ PHR-ისგან მიიღეს ინფორმაცია ანტიბულინგური პოლიტიკის შემადგენელ ისეთ კომპონენტზე, როგორიცაა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დეტალურად იკვლევს სასკოლო სივრცეში მომხდარი ბულინგის შემთხვევებს და ინდივიდუალურად განიხილავს საჭირო ინტერვენციების ფორმებს თითოეული შემთხვევის გადასაწყვეტად.

მასწავლებლებმა და მშობლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რაც სასკოლო სივრცეში ძალადობის გავრცელების “ცხელი წერტილების” მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე მიიღწევა. დაინტერესებულ მშობლებს PHR-მა ასევე გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში „მოქალაქეთა 

ჩართულობის გაზრდა სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის 

წინააღმდეგ ბრძოლაში“  და ხორციელდება 

/ პარტნიორობა ადამიანის უფებებისთვის მ'იერაღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS მხარდაჭერით.