PHR-ის ადვოკატები აგრძელებენ პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში “- ფარგლებში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

ამჯერად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები ტანმოვარჯიშეებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანია ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ძალადობის ფორმებზე და სექსუალურ შევიწროებაზე  ინფორმაციის მიწოდება.

ადვოკატებმა სპორტსმენებთან ისაუბრეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზე სპორტში და ქვეყნის შიგნით სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე. ასევე განიხილეს ძალადობის პრევენციისა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები. მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში თარგმნილი და გაზიარებული მსოფლიო დონის ათლეტი ქალების ისტორიებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ტანმოვარჯიშეების ისტორიები და გამოცდილებები, დამსწრეთა ნაწილი ფლობდა ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი გახმაურებული საქმის შესახებ. ორგანიზაციის ადვოკატებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევის შედეგები, ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაზე სპორტში, ისაუბრეს კვლევის მთავარ მიგნებებზე და რეკომენდაციებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტანმოვარჯიშეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიაში და არაერთი კითხვა დასვეს.

ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნა პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მაისურები მესიჯებით #გაათანაბრე #ქალებისპორტში.

 

შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.