2020 წლის 14 თებერვალს, პროკურატურამ, გარდაცვლილის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, გარდაცვლილი  მოზარდის და სცნო.

სავარაუდო დანაშაულები:

  • თვითმკვლელობამდე მიყვანა;
  • 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სრულწლოვანი პირის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა;
  • წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა;
  • წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა;
  • წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტები.


აღნიშნული დანაშაულები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულად ცნობილია მხოლოდ ერთი პირი, რომელსაც ბრალი წარედგინა სექსუალური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.  მის მიმართ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა. 

აქვე განვმარტავთ რომ, PHR-ი იცავს მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის,   გარდაცვლილი მოზარდის დის ინტერესებს. პროკურატურამ უკვე გადმოგვცა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე PHR-ი განაგრძობს ამ საქმესთან დაკავშირებული სიახლეების მოწოდებას.