23 – 24 დეკემბერს შშმ ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების და შშმ ქალების პლატფორმის წევრებისთვის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ანა აბაშიძემ და ანა არგანაშვილმა ქალთა უფლებებზე ტრენინგი ჩაატარეს. 

აღნიშნული პლატფორმა 2020 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. ის 30 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და მიზნად ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მხარდაჭერას, მათი უფლებების რეალიზების ადვოკატირებას ისახავს.

ტრენინგს შშმ ქალები, შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები ესწრებოდნენ. ტრეინინგის მიზანი იყო შშმ ქალებმა თავად შეძლონ ლიდერობა უფლებების დაცვის პროცესში, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი სხვათა მხარდაჭერაზე, გამოიყენონ სასამართლოსადმი მიმართვის, ადმინისტრაციული ორგანოებთან თანამშრომლობის თუ სამართლებრივი დავის სტრატეგიები, გააცნონ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტრუმენტები დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და პრაქტიკებს გააზიარეს საკუთარი გამოცდილებები. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში.

 

ინიციატივა ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "ქალი და რეალობა" გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.