შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარი მენსტრუაციული ჯანმრთელობის მართვას, რაც გამოიხატება ინფორმაციის ნაკლებობაში, მენსტრუაციის ჰიგიენის მართვისთვის საჭირო საშუალებებზე არასათანადო წვდომაში და სხეულის ავტონომიისა და რეპროდუქციული უფლების დარღვევაში. ყოველივე ამას, სხვადასხვა სოციალურ-კულტურული, ეკონომიკური და სტრუქტურული ფაქტორები უდევს საფუძვლად. წინამდებარე დოკუმენტი მენსტრუაციული ჰიგიენის მართვის მნიშვნელოვან ასპექტებს მიმოიხილავს და მიუხედავად იმისა, რომ თითოეული საკვანძო საკითხის სიღრმისეულ დისკუსიას ვერ ახდენს, იმედს ვიტოვებთ, რომ მკითხველისთვის ინფორმაციის იმ დოზით მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც საკითხისადმი შემდგომი დაინტერესებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში დაეხმარება. 

ავტორი: ესმა იმერლიშვილი

დოკუმენტი მომზადებულია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.

გადმოწერა: