წინამდებარე დოკუმენტი მოკლედ აღწერს კლინიკური კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უფლებაზე დაფუძნებული და ადამიანზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისების გაცემის დროს. ინფორმაცია მოიცავს, როგორც კომუნიკაციის ზოგად პრინციპებს, რომლებიც საერთოა ნებისმიერი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, ისე - სპეციფიკურ მიდგომებს, რომელთა გამოყენება შეზღუდვის ტიპის და კონკრეტული საჭიროებების მიხედვით უნდა მოხდეს. ინფორმაცია, პირველ რიგში, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებისთვის არის განკუთვნილი, იქნება ეს სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტსა თუ ადმინისტრაციაში დასაქმებული პირი, ექიმი, ექთანი ან სხვა სამედიცინო პერსონალი. გარდა ამისა, დოკუმენტი საჭირო ინფორმაციას იძლევა შშმ პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.
ავტორი: ესმა იმერლიშვილი
დოკუმენტი მომზადებულია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.
გადმოწერა: