წინამდებარე დოკუმენტი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში „შშმ“) გოგოებისთვის, მათი მშობლების, მზრუნველების და ოჯახებისთვის, რომლებიც შშმ ბავშვების მომწიფების ასაკთან დაკავშირებული საჭიროებების გამოვლენისას წინააღმდეგობებს აწყდებიან. 

ავტორი: ირმა გოცირიძე

ვარ განვითარების პედიატრი, შშმ ბავშვთა და მოზარდთა მუშაობის 24 წლიანი გამოცდილებით. ვარ „პირველი ნაბიჯი-საქართველო“-ს სამედიცინო კოორდინატორი. ასევე, „გაეროს ბავშვთა ფონდის“, „გადავარჩინოთ ბავშვები“, „მაკლეინის ასოციაციის“ და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიწვეული ტრენერი. დოკუმენტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს, მათ მშობლებს, მზრუნველებს და ოჯახის წევრებს გავუზიარო 24 წლიანი პრაქტიკის შედეგად მიღებული გამოცდილება და პროფესიული ცოდნა, დავეხმარო წინააღმდეგობების გადალახვაში.

შშმ გოგოები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია გარდატეხის ასაკში. მათ სხვადასხვა საჭიროება აქვთ, რაც არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებთ. სამწუხაროდ, ისინი ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ ამ კუთხით – ასევე მათი მშობლები, მზრუნველები თუ ოჯახის წევრები.

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს დაეხმაროს შშმ მოზარდ გოგოებს, მათ მშობლებს/ძირითად მზრუნველებს და ოჯახის წევრებს, შეიძინონ ცოდნა პუბერტატული ასაკისთვის დამახასიათებელ სირთულეებზე, მათთან გამკლავების სტარტეგიებზე და პრაქტიკებზე.

პუბლიკაცია მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  ფინანსური  მხარდაჭერით. 

გადმოწერა: