შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (“შშმ”) პირთა სექსუალობის, სექსუალური თვითგამოხატვისა და რეპროდუქციული უფლებების აკრძალვას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

დღეს, საზოგადოებაში შემორჩენილია შშმ პირთა სექსუალური ცხოვრების შემზღუდავი შეხედულებები. ეს შეხედულებები შშმ პირებს და, განსაკუთრებით, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს აღიქვამს „მუდმივ ბავშვებად,“ რომელთაც არ აქვთ სექსუალური სურვილები.

ეს მოსაზრებები, გარდა იმისა, რომ სტერეოტიპულია, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს შშმ პირების სხვა უფლებების განხორციელებაზეც. მაგალითად, ამ შეხედულებების გამო მათ არ აქვთ სრულფასოვანი პირადი და ოჯახური ცხოვრება, ეზღუდებათ სოციალური კავშირები, ინსტიტუციებში ცხოვრების შემთხვევაში კონტროლდება მათი პირადი დრო, ზიანდება ჯანმრთელობა და, უკიდურეს შემთხვევაში – სიცოცხლეც, ასევე, სწორედ ამ შეხედულებების რეალობაში განხორციელების გამო, შშმ პირები ხდებიან ძალადობის, განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები.

ამ შეხედულებების შეცვლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი სამეცნიერო წყაროებში შშმ პირების სექსუალური და რეპროდუქციული უფლების შესახებ არსებული დასკვნების საჯარო განხილვაა. სამეცნიერო მიღწევები და აღმოჩენები შშმ პირთა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე ხშირად სწორედ სტერეოტიპული შეხედულებების საწინააღმდეგოა.

ამ პუბლიკაციის შეზღუდვა ის გახლავთ, რომ თემას სრულფასოვნად ვერ აღწერს, ფარავს მხოლოდ სამ განსაკუთრებულად პრობლემურ საკითხს და მიმოიხილავს მათ მოკლედ.

 

პუბლიკაცია მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორი: ანა არგანაშვილი

გადმოწერა: