დადგენილია, რომ მსოფლიოში, ყოველ მეოთხე ქალს, სიცოცხლეში
ერთხელ მაინც, გამოუცდია ძალადობა. ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში ექიმის
როლი უმნიშვნელოვანესია. ხშირად, მხოლოდ ექიმებს ანდობენ პაციენტები ძალადობის ისტორიას,
მარტო ექიმებს შეუძლიათ აღმოაჩინონ ძალადობის სხვისთვის უჩინარი და მათთვის ხილული
კვალი, მხოლოდ ექიმი სარგებლობს იმ უდიდესი ნდობით, რომლითაც ის ძალადობის მსხვერპლს
გადაარჩენს.