PHR წარმოგიდგენთ რეკომენდაციების პაკეტს
კვლევაზე - ,,ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება: კანონმდებლობა და პრაქტიკა"
შედეგებზე დაყრდნობით. დოკუმენტი განიხილავს ქვეყანაში ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელებისთვის
სახელმწიფოს მიერ გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს როგორც ინსტიტუციურ, ისე საკანონმდებლო
და პრაქტიკულ დონეზე.
კვლევა შემუშავდა ღია საზოგადოების
ფონდების (OSF) ფინანსური მხარდაჭერით, EMC-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების -
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“
(GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi) - მიერ.