PHR წარმოგიდგენთ კვლევას - ქმედუნარიანობის
რეფორმის შეფასება: კანონმდებლობა და პრაქტიკა. დოკუმენტი აანალიზებს ქვეყანაში ქმედუნარიანობის
რეფორმის განხორციელების სამართლებრივ, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ასპექტებს და გამოვლენილი
გამოწვევების აღმოსაფხვრელად არაერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.
კვლევა შემუშავდა ღია საზოგადოების
ფონდების (OSF) ფინანსური მხარდაჭერით, EMC-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების -
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“
(GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi) - მიერ.