შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი
დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებაა.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა დოკუმენტი "დამოუკიდებელი
ცხოვრების უფლება". დოკუმენტი მარტივი წასაკითხი ფორმით არის შექმნილი.
დოკუმენტი შემუშავებულია ორგანიზაციების - „ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ -
და ექსპერტების - ლია ტაბატაძისა და ოლღა კალინას - მიერ. დოკუმენტი მომზადდა
პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“
- ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და
მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR),
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა
ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi)