შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარებასა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების უფლებების დაცვას უკავშირდება. მათ შორის განსაკუთრებით
უნდა გამოიყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული
სირთულეები.
სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა დოკუმენტი
,,ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პაციენტთა უფლებები". დოკუმენტი მარტივი წასაკითხი
ფორმით მკითხველს გააცნობს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი ადამიანების უფლებებს.
ის საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც შშმ პირებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისა
და ზოგადად საზოგადოებისთვის.