ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის მეურვეობის თემაზე
რ.ი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ[1][2]
გადაწყვეტილების თარიღი: 4 დეკემბერი, 2018 წელი
საქმის გარემოებები
ქალბატონი რ.ი. (პირველი მოსარჩელე, დედა) 1975 წელს დაიბადა ბუქარესტში. მეუღლესთან – “რ”, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 2006 წელს დაბადებული მ.ი. (მეორე მოსარჩელე) და 2009 წელს დაბადებული ი.ი. (მესამე მოსარჩელე). 2010
წელს წყვილმა თანაცხოვრება დაასრულა. მშობლები შეთანხმდნენ, რომ “რ”-ს ექნებოდა შეუზღუდავი ურთიერთობა შვილებთან და მათ აღზრდაში აქტიურ როლს შეასრულებდა.
„ბავშვები ავლენენ მშობელთან გაუცხოების სინდრომს, განსაკუთრებით მეორე მშბელთან (დედა) მიმართებით (…) მამის ქცევა შეესაბამება გაუცხოების გამომწვევი მშობლის პროფილს, რომელსაც სჯერა, რომ მას შეუძლია იზრუნოს და დაიცვას ბავშვები დედაზე უკეთესად. მისი ქცევა, ასევე, უკავშირდება ბავშვების მხრიდან დედის უარყოფას და მასზე ნეგატიური განწყობის შექმნას, რაც, უფრო მეტად, უფროსებს შორის ურთიერთობების შედეგია ვიდრე მშობლობის უნარების“.
ფსიქოლოგის
რეკომენდაციით, მშობლებს უნდა გაევლოთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია, რათა ბავშვების
კეთილდღეობის ინტერესიდან გამომდინარე, გამოენახათ თანამშრომლობის შესაძლებლობა.
„მშობლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მშობლებისადმი გაუცხოვება აფერხებს ბავშვების განვითარებას. ორივე მშობლის ჩართულობით თერაპიული ინტერვენციის გარეშე, ბავშვებს დაეწყებათ ემოციური და ქცევითი პრობლემები. რეკომენდირებულია, ბავშვები აღარ ჩაერთონ მშობლებს შორის კონფლიქტში, რაც იწვევს მათ ტრავმირებას და მათ ემოციურ განვითარებას მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს“.
სასამართლოს გადაწყვეტილება მეურვეობის თაობაზე
2016 წლის 27 ივლისს დედამ მოითხოვა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
2017 წლის მარტში მამამ ხელისუფლებას აცნობა, რომ ბავშვებთან ერთად შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა ნოვოდარში. მისი განცხადებით, ბავშვების ფსიქლოგიურ კონსულტაციაც ახალ საცხოვრებელ ადგილას გაგრძელდებოდა. მისი მტკიცებით, არასდროს აუკრძალავს ბავშვებისა და დედის კონტაქტი.
სისხლის სამართლის გამოძიება
მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 17 ივნისს, პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება მამის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. 2016 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელემ პროკურატურას მიმართა, გამოძიება ასევე დაწყებულიყო მამის მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართულებით.
2016 წლის 28 ივნისს, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება, ვინაიდან მათ ვერ აღმოაჩინეს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ნიშნები. პროკურატურის გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემოდგომ პროკურორთან, თუმცა, არც ეს საჩივარი დაკმაყოფილდა. 13 ოქტომბერს კი, ბუქარესტის სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის საჩივარი პროკურატურის წინააღმდეგ.
მეურვეობის საკითხის ცვლილება
2016 წლის 17 აგვისტოს, მამამ მიმართა ბუქარესტის სასამართლოს და მათზე ფიზიკური მეურვეობა მოითხოვა. 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებს უნდა ეცხოვრათ მამასთან. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ბავშვები უკვე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მამასთან და მათ ცხოვრბაში იგი ერთადერთ მშობელს წარმოადგენდა. სასამართლოს პოზიციით, მათ ცხოვრებაში უეცარი ცვლილება გამოიწვევდა დიდ სტრესს. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავდა, რომ ბაშვები უარს ამბობდნენ დედასთან ცხოვრებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელისთვის არასოდეს შეუზღუდავს ბავშვებთან ურთერთობა, არამედ, მისი ნებით შეწყდა კომუნიკაცია. ამავე დროს, სასამართლომ მოუწოდა ბავშვების მშობლებს, დაესრულებინათ კონფლიქტი ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით.
დედამ ეს გადაწყვეტილება 2017 წლის 7 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩიივრა. აპელაციამ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მამას არ მიაკუთვნა ბავშვებზე ფიზიკური მეურვეობა. სასამართლოს მოსაზრებით:
„ბავშვებზე მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ვერ ჩაითვლება დედის ბრალეულ ქმედებად, ვინაიდან რუმინეთის სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, რათა განეხორციელებინა ყველა გადაუდებელი და აუცილებელი სამართლებრივი ღონისძიება მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების უფლების დასაცავად. ეს ღონისძიებები გულისხმობდა ბავშვების დაბრუნებას დედის სახლში, რათა თავიდან აერიდებინათ ბავშვების გაუცხოება დედის მიმართ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანცია თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ჰქონდათ ძლიერი მიჯაჭვულობა მამასთან და უარს ამბობდნენ დედასთან კომუნიკაციაზე; თუმცა, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენდა 2014 წლის გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეულ პირდაპირ შედეგს. ასევე, სასამართლო უთითებს, რომ მამას ჰქონდა ბავშვებზე ზეგავლენის რეალური შესაძლებლობა, რათა მათ დედა აღექვათ როგორც უცხო, როგორც საფრთხე მამის და ბავშვებს შორის ურთიერთობისა და როგორც საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. ასევე, თუ ბავშვები დარჩებოდნენ მამასთან საცხოვრებლად, ბავშვებსა და დედას შორის ოჯახური კავშირი ყოველ ეჭვს გარეშე გაწყდებოდა. შესაბამისად, დედის მიერ ბავშვების მონახულების ნებისმიერი პროგრამა იქნებოდა მხოლოდ ილუზორული და ფორმალური (…)“.
კანონმდებლობა
- ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
- დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოების უსაფრთხოების და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისთვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
სასამართლოს შეფასება
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით, ძირითადად, დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით, ასევე არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – „პატივი სცეს“ ოჯახურ ცხოვრებას.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო მსჯელობს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება, მე-8 მუხლის მიზნებისთვის, გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს – გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევბსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე მის ეფექტურ აღსრულებას.
სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებში უკვე აღუნიშნავს, რომ მეურვეობის არაეფექტური და დაგვიანებული სამართალწარმოება, შესაძლოა არღვევდეს კონვენციის მე-8 მუხლს. ამ კონტექსტში ღონისძიების ადეკვატურობა ფასდება მისი აღსრულების სისწრაფით, ვინაიდან, დროის ფაქტორს აქვს შეუქცევადი ეფექტი ბავშვის და იმ მშობელის ურთოერთობაზე რომელთანაც არ თანაცხოვრობს.
როგორც სასამართლომ წინა მსჯელობისას აღნიშნა, არ არის მისაღები და სასურველი იძულებითი ღონისძიებების გატარება ბავშვების მიმართ ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვითარებაში; თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს სანქციების გამოყენება იმ მშობლის უკანონო ქმედების მიმართ, რმელთანაც ცხოვრობს ბავშვი. შესაძლებელია, ხელისუფლების მხრიდან უფრო მკაცრი სანქციის გამოყენებამ არ შეცვალოს ამ მშობლის პოზიცია მაგრამ, ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლების ორგანოებს ვალდებულებისგან მიიღოს ყველა საჭირო ზომა კონტაქტის დასამყარებლად (ბავშვსა და იმ მშობელს შორის, რომელთანაც ბავშვი დააცილეს).
წინამდებარე საქმეში ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ 2014 წლის 5 მაისისა და 24 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც დედას ანიჭებდა მეურვეობას ბავშვებზე, ხელისუფლების ორგანოებისთვის წარმოშობდა ყველა ზომის მიღების ვალდებულებას ბავშვების და მოსარჩელის ოჯახის გასაერთიანებლად. ასევე, ეჭვგარეშეა, რომ ის ზომები რაც მიიღეს ხელისუფლების ორგანოებმა არ აღმოჩნდა ეფექტური. დედას არ ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა ბავშვებთან 2013 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც მამამ ბავშვები მისგან წაიყვანა. ბავშვები 2018 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, კვლავ მამასთან რჩებიან.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემობაზე, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა ამ ტიპის საქმეებში ფასდება მათი განხორციელების სისწრაფით. ხელისუფლების სწრაფი მოქმედების ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საქმეებში, როგორიც ეს საქმეა, სადაც მეურვეობაზე უფლების მქონე მშბელი ითხოვს ბავშვების დაბრუნებას პირისგან (იქნება ეს მამა თუ მესამე მხარე), ვისაც ბავშვები უკანონდ ჰყავს, მეურვეობის მქონე პირის თანხმობის გარეშე. მოცემულ საქმეში დედას მშობლის უფლების განხორციელება 5 წლის განმავლობაში არ შეეძლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოები მართლაც რთულ მდგომარეობაში იყვნენ გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით, ვინაიდან მათ უწევდათ ჯერ გამკლავებოდნენ მამის და შემდეგ უკვე ბავშვების წინააღმდეგობას, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი, სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა არ ათავისუფლებს ხელისუფლებას ვალდებულებისგან – მიიღოს ყველა საჭირო ზომა ოჯახური კავშირების აღსადგენად ან შესანარჩუნებლად.
ამ საქმეში არსებული ინფორმაცია ადასტურებს რომ სოციალური უზრუნველყოფისა და ბავშვთა დაცვის ორგანოს ჰქონდა საკმაოდ პასიური პოზიცია. პასიურობა თვალსაჩინო იყო განსაკუთრებით ორ შემთხვევაში: როდესაც სააგენტომ არ განახორციელა დედის საჩივარზე რეაგირება, ვინაიდან მამა სახლში არ დახვდათ. საქმეში არ დევს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სააგენტოს აღნიშნული ვიზიტის გარდა ჰქონდა რაიმე სხვა მცდელობა პრობლების გადასაწყვეტად, ან რომ სააგენტომ აამოქმედა სადამსჯელო მექანიზმი მამის სანქცირებისთვის მის მიერ გამოხატულ ხელშემშლელ ქმედებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დედას ჰქონდა არაერთი მცდელობა მეურვეობის გადაწყვეტილების აღსრულებისა და ბავშვების დაცვისა მამის ზეგავლენისგან, რისთვისაც იგი საჩივრებს წარადგენდა ბავშვთა დაცვის სააგენტოსა და პროკურატურაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი მიუთითებდა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან 2015 წლის 22 იანვარს ბავშვების დაუყოვნებელი შეფასების აუცილებლობაზე, ხელისუფლების ორგანოებს არასოდეს მუთხოვიათ ექსპერტული შეფასების ჩატარება ბავშვებისთვის. მხოლოდ დედის მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველზე ჩატარდა იმგვარი ფსიქოლოგიური შეფასება, რომელიც მიმართული იყო მამის მიერ ბავშვის მეორე მშოელთან გაუცხოების შეფასებაზე, რასაც იგი ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით ახორციელებდა და დადასტურდა ფსიქოლოგის შეფასებით. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების ორგანოები არ აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას დედასა და ბაშვებს შორის ურთიერთობის თანდათანობით რღვევას და მამის მანიპულაციურ ქცევას.
აღნიშნული საკითხები საკმარისია სასამართლოსთვის, დაადგინოს, რომ მიუხედავად ხელისუფლების ორგანოების სუბსიდიარული როლისა, ისინი არ მოქმედებდნენ დროულად და არ ახორციელებდნენ ამ სიტუაციაში გონივრულ ღონისძიებებს, მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. შესაბამისად, მათ ვერ დაიცვეს სამართლიანი ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების დაპირსიპირებულ ინტერესს შორის. შეჯამებისთვის კი. უნდა ითქვას, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო თავის ოჯახური ცხოვრების უფლების ეფექტური დაცვა სახელმწიფოსგან და სახეზეა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა:
- კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა;
- მოსარჩელეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 7500 ევროს გადახდის ვალდებულება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით;
- პირველი მოსარჩელისთვის სახელმწიფოს მხრიდან 3 199.37 ევროს გადახდის ვალდებულება ადვოკატისა და საფოსტო ხარჯების ასანაზრაურებლად.
თარგმნა ანა არგანაშვილმა
რედაქტირება – თამარ კურატიშვილი
[1] R.I. and others v. Romania, 570777/16
[2] პუბლიკაციის ფორმატიდან გამომდინარე სასამართლოს
გადაწყვეტილება ნათარგმნია არასრულად.