ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 04 დეკემბრის (საბოლოო გახდა
04/03/2004) გადაწყვეტილება – M.C. ბულგარეთის
წინააღმდეგ
საჩივრის
ნომერი: – 39272/98
შედეგი:
მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევა.
ფაქტები:
მომჩივანი, M.C. არის 1980 წელს დაბადებული ბულგარეთის მოქალაქე, რომელიც აცხადებდა,
რომ 14 წლის ასაკში ორმა კაცმა – 20 წლის A.-მ და 21 წლის P.-მ გააუპატიურეს. ამ ასაკში,
ბულგარეთის კანონმდებლობით, სექსუალური ხასიათის კავშირისათვის საჭირო იყო თანხმობა.
Parlamento-Strasburgo.jpgM.C.-მ
განაცხადა, რომ 1995 წლის 31 ივლისს 2 კაცთან
და მეგობართან ერთად წავიდა ბარში. ის დათანხმდა კაცებთან ერთად სხვა ბარში გადასვლას.
დაბრუნებისას A.-მ შესთავაზა გაჩერება და წყალსაცავთან
ცურვა. მომჩივანი დარჩა მანქანაში. P. მანქანაში
დაბრუნდა სხვებზე ადრე და მომჩივანის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან დაამყარა სექსუალური
ხასიათის კავშირი. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ის მიიყვანეს კერძო სახლში,
სადაც A.-მ გააუპატიურა. მომჩივანი გაუპატიურებისას
და შემდეგაც განუწყვეტლივ ტიროდა. მოგვიანებით მომჩივანი იპოვა დედამ და წაიყვანა საავადმყოფოში.
სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომჩივანს დაზიანებული ჰქონდა საქალწულე აპკი.
A.-მ და
P.-მ უარყვეს მომჩივანის გაუპატიურების ფაქტი და ისინი აპელირებდნენ თანხმობაზე.
გამოძიებამ
დაადგინა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ A.-სა
და P.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მომჩივანის გაუპატიურებას. 1997 წლის 17 მარტს პროკურორმა საქმე დახურა იმ
საფუძვლით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდებოდა A.-სა და P.-ს მხრიდან
ძალის გამოყენება ან მუქარის განხორციელება. განსაკუთრებით, არ იკვეთებოდა, რომ მომჩივანმა
ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა სცადა ან დასახმარებლად სხვებს მოუხმო.
მომჩივანმა
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც, მან ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა ექსპერტების მოსაზრება, რომლის თანახმადაც
„frozen fright” (იგივე ტრავმული ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის სინდრომი) იყო მსხვერპლის ყველაზე გავრცელებული რეაქცია გაუპატიურების შემთხვევაში.
შესწავლილი 25 საქმიდან, რომლებიც შეეხებოდა 14-დან 20-წლამდე ქალებს ბულგარეთში,
24 მსხვერპლის რეაგირება მომჩივანის მსგავსი იყო.
სასამართლომ
დაადგინა:
კონვენციის
მე-3 და მე-8 მუხლები
სასამართლომ
კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები წევრ სახელმწიფოებს აკისრებს
პოზიტიურ ვალდებულებას, სრულყოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რათა ეფექტური რეაგირება
მოახდინოს გაუპატიურების შემთხვევებზე; ასევე
უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისად ეფექტური გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი
დევნის განხორციელება.
სასამართლოს
დაკვირვებით, არა ერთი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა ითხოვს მოძალადის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებას და ფიზიკური წინააღმდეგობის
გაწევას მსხვერპლის მხრიდან, რათა ქმედება მიჩნეულ იქნას გაუპატიურებად.
საერთო სამართლის
ქვეყნებში, ევროპაში და ა.შ., ნებისმიერი მითითება ფიზიკურ ძალაზე ამოღებულ იქნა კანონმდებლობიდან/სასამართლო
პრაქტიკიდან. თუმცა, ევროპის უმეტეს ქვეყნებში,
კონტინენტური სამართლის ტრადიციის გავლენით,
გაუპატიურების დეფინიცია შეიცავს მითითებას მოძალადის მხრიდან ძალადობის გამოყენების
ან მუქარის შესახებ. სასამართლო პრაქტიკასა და სამართლის თეორიაში, როდესაც საქმე ეხება
გაუპატიურებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
თანხმობის არ არსებობას და არა ძალის გამოყენების არსებობას.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ არაკონსესუალური სექსუალური აქტის დასჯადობა, მიუხედავად მსხვერპლის წინააღმდეგობისა, არის აუცილებელი ქალთა ძალადობისგან ეფექტურად დასაცავად და აუცილებლად მიაჩნიათ ცვლილებების განხორციელება ამ სფეროში. საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე დაადგინა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართალში, ნებისმიერი სახის სექსუალური ხასიათის პენეტრაცია მსხვერპლის თანხმობის გარეშე წარმოადგენს გაუპატიურებას, მათ შორის თანხმობის არ არსებობა არის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მნიშვნელოვანი ელემენტი. Interights-ის მიხედვით სექსუალური ძალადობის მსხვერპლები – განსაკუთრებით არასრუწლოვანი გოგოები, სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიზეზებისა თუ მოძალადის მხრიდან მოსალოდნელი ძალადობის შიშის გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწიონ.
ზოგადად,
სამართალი და სამართლებრივი პრაქტიკა, მათ შორის გაუპატიურებასთან დაკავშირებით, ვითარდება
და მასზე აისახება სოციალური დამოკიდებულებების
ცვლილება, რაც მოითხოვს ინდივიდების სექსუალური ავტონომიისა და თანასწორობის პატივისცემას.
მოცემული თანამედროვე სტანდარტები, ტენდენციები,
კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები მოითხოვს არაკონსესუალური
სექსუალური აქტის დასჯადობასა და ეფექტურ სისხლისსამართლებრივ დევნას, მიუხედავად იმისა
მსხვერპლმა გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა
მოძალადეს თუ არა.
მომჩივანი
უთითებდა, რომ სახელმწიფო უწყებების დამოკიდებულება ეფუძნებოდა ხარვეზიან კანონმდებლობასა
და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების ისეთ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც
მოძალადეები არსებობდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზე იყო მნიშვნელოვანი ფიზიკური
წინააღმდეგობის მტკიცებულება.
ბულგარეთის
მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო სამართლებრივი მასალების წარმოდგენა, რაც ნათლად უარყოფდა
მომჩივანის ბრალდებებს გაუპატიურებისას სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების
შეზღუდვის შესახებ. შესაბამისად, მისი საჩივარი
ეფუძნებოდა გონივრულ არგუმენტებს, რაც არ ყოფილა უარყოფილი.
ორი ურთიერთსაწინააღმეგო
ვერსიის არსებობის პირობებში, საჭიროა, დადგინდეს ჩვენებების დამაჯერებლობა და ყველა
თანმდევი გარემოებების ნამდვილობა. სახელმწიფო მცირედით შემოიფარგლა და სათანადოდ არ შეუმოწმებია მოვლენათა იმგვარი განვითარება, როგორც
ამას P. და A. უთითებენ. მაგალითად, იმის მტკიცება,
რომ მომჩივანმა, რომელიც არის 14 წლის, ალერსი დაუწყო A.-ს სხვა კაცთან პირველი სექსუალური
აქტიდან რამდენიმე წუთში. ან თუნდაც, ბრალდების
მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობა თუ ფაქტების ზუსტი დროის განსაზღვრა. არც მომჩივანსა
და არც მის წარმომადგენელს არ მიეცათ შესაძლებლობა, შეკითხვები დაესვათ იმ მოწმეებისათვის,
რომლებმაც ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულეს. შესაბამისად, სახელმწიფომ არ ამოწურა
ყველა შესაძლებლობა, დაედგინა მოვლენათა თანმიმდევრობა და საკმარისად არ განსაზღვრა
ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები.
სახელმწიფოს ეს ჩავარდნა განპირობებული იყო გამომძიებლისა და პროკურორის პოზიციით, რომ ადგილი ჰქონდა “date rape” (პოტენციურ პარტნიორებს შორის მომხდარი გაუპატიურება). გაუპატიურების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, როგორიცაა ძალადობის კვალი, წინააღმდეგობის გაწევა ან სხვებისთვის დახმარების თხოვნა, მათ ვერ შეძლეს დაედგინათ თანხმობის არარსებობა და შესაბამისად, გაუპატიურება, ყველა გარემოების შეფასებით.
მაშინ როდესაც
პროკურორებმა არ გამორიცხეს შესაძლებლობა, რომ მომჩივანს შესაძლოა არ განეცხადებინა
თანხმობა, მათ ჩათვალეს, რომ წინააღმდეგობის
გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, მოძალადეს არ შეეძლო
სცოდნოდა, რომ მსხვერპლი არ იყო თანახმა.
მათ არ შეაფასეს
მტკიცებულება, რომ P.-მ და A.-მ მომჩივანი განზრახ შეიყვანეს შეცდომაში იმისათვის,
რომ დაუსახლებელ ადგილას წაეყვანათ, ამგვარად შექმნეს ძალადობრივი გარემო. ასევე განსჯის მიღმა
დარჩა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც სამმა კაცმა და მოწმეებმა შეთავაზეს მათ. სასამართლო
ითვალისწინებს, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას უნდა დაედგინა ყველა ფაქტი და გადაწყვეტილება
მიეღო ყველა თანმდევ გარემოებაზე დაყრდნობით.
გამოძიება და მისი დასკვნები ორიენტირებული უნდა ყოფილიყო თანხმობის არ არსებობაზე. P.-სა და A.- ს დამნაშავეობაზე მსჯელობის გარეშე, სასამართლო მიიჩნევს რომ გამოძიების ეფექტურობა მომჩივანის საქმეზე, განსაკუთრებით გამომძიებლისა და პროკურორების მიდგომები, ვერ აკმაყოფილებს კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით ბულგარეთის სახელმწიფოსათვის დაკისრებულ პოზიტიური ვალდებულებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტების ფონზე – მიიღო და ეფექტურად გამოიყენო სისხლის სამართლის სისტემა რათა დასაჯო ნებისმიერი ფორმით გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა.
შესაბამისად,
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული
პოზიტიური ვალდებულების დარღვევას. სასამართლომ
მიიჩნია, რომ არ არსებობდა კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლების დამოუკიდებლად განხილვის საფუძველი.
თარგმნა
ანა თავხელიძემ.