No one has ever become poor by giving

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ქალებსა და მათ უფლებადამცველებს ყველასათვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია გაეროს კონკრეტული მექანიზმების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ქალთა და შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო მექანიზმების საშუალებით დაცვა. ამასთანავე, ავტორთა კონკრეტული მიზანია წინამდებარე გაიდლაინის (რეკომენდაციის) გამოყენებით ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც არ აქვს სპეციალური იურიდიული ცოდნა, შეძლოს დამოუკიდებლად მიმართოს კომიტეტებს.

დოკუმენტი განიხილავს ორ კონკრეტულ მექანიზმის - გამოყენების წესებს და საქმეთა განხილვის პროცედურებს. ეს მექანიზმებია: გაეროს შშმ პირთა კომიტეტი (შემდგომში UN CRPD) და გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტი (შემდგომში UN CEDAW).

ავტორები წარმოადგენენ ორი სხვადასხვა კონვენციის საფუძველზე მიმართვიანობის პროცედურებს. აღნიშნული ინტეგრირებული დოკუ მენტის მიზანია, მსმენელს, ის იქნება ქალი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მათ შორის ქალი, ბავშვი, კაცი, ხანდაზმული), მის ცეს საშუალება, პირველი- ადვილად შეარჩიოს სათანადო კომიტეტი მიმართვიანობისთვის და მეორე - გამოიყენოს ინტერდისციპლინური ხედვა საქმეთა მომზადების დროს.

დოკუმენტი მკითხველს ასევე მიაწვდის გამარტივებული ენით კომიტეტების მიერ განხილულ ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებები შერჩეულია, ერთი მხრივ, შშმ ქალთა და ქალთა უფლებრივი

დარღვევების წარმოჩენის კრიტერიუმით და, მეორე მხრივ, თემატური კრიტერიუმით, რაც ყველაზე რელევანტური იქნება ქვეყანაში არსე ბულ გამოწვევებთან.

საქართველოს აღიარებული აქვს UN CEDAW კომიტეტში მიმართვიანობის პროცედურები. ხოლო UN CRPD კომიტეტის იურისდიქცია მიმართვიანობის კონტექსტში 2021 წლის მარტის თვეში გახდა ხელმისაწვდომი ქვეყნისთვის, როცა პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა კონვენციის დამატებით ოქმს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მყოფ/მცხოვრებ შშმ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ გაეროს იმ დარღევების საფუძველზე რომელიც შესაძლებელი მოხდეს 2021 წლის მარტის თვიდან.

დოკუმენტი მომზადებულია ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის ფლებებისთვის პროექტის „ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა ხმის გასაძლიერებლად” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მდგრადი განვითარების ერთობლივი ფონდის მხრადაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში.“

წინამდებარე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ან ემთხვეოდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის და/ან მდგრადი განვითარების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

ავტორები: ანა აბაშიძე, ანა არგანაშვილი.

© პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 2021