No one has ever become poor by giving

სახელმწიფოს მიერ, უსინათლო პირებზე მორგებული სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალი ვერ ეცნობოდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას, რაც მას აყენებდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და უზღუდავდა სხვებთან თანაბრად, დამოუკიდებელი ცხოვრების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლები სარგებლობ.

PHR-მა მიმართა სახალხო დამცველს და ითხოვშეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

სახალხო დამცველმა განცხადების შესწავლის,  ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ წერილებზე საპასუხი პოზიციის წარდგენის შემდეგ დადგინა, რომ  სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაცემის პროცესში, შეზღუდული ესაძლებლობის მქონე პირების განსხვავებული მდგომარეობის გაუთვალიწინებლობა მათთვის ქმნის არათანსწორ გარემოს და  მისაწვდომობის არ არსებობა როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე, უნდა შეფასდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციად.

„განმცხადებელმა ვერ მოახერხა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზება. იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელს ხელი შეეშალა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისის მიღებისას, სახეზეა, ასევე, ჯანმრთელობის უფლებაში ჩარევაც.
სამედიცინო დოკუმენტების უსინათლო ქალისთვის არამისაწვდომი ფორმით გადაცემით, არ იყო უზრუნველყოფილი მისი ავტონომიურობა, რითიც შეილახა პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებები. ამ უკანასკნელ უფლებაში ჩარევა კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით განხორციელდა, ვინაიდან მ.მ-მ, ვერ შეძლო წვდომა მისი პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებზე და იძულებული გახდა, გაემჟღავნებინა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის არ არსებობა, როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე, უნდა შეფასდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბ დისკრიმინაციად“. ვკითხულობთ სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაში.

ამავე გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიმართა ზოგადი რეკომენდაციით:

  • სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით და აღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა;
  • შეიმუშავოს სახელმძღვანელო მითითებები საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი სამედიცინო დოკუმენტაციის ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა აღქმადი ფორმატის საშუალებით მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
  • მოამზადოს საკანონმდებლო აქტის/საკანონმდებლო აქტში ცვლილების პროექტი შესაბამისი ვალდებულების ნორმატიულ დონეზე ასახვის მიზნი.

 

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.