No one has ever become poor by giving

ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს მცირე გრანტების პროგრამას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების საკითხებზე“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია “შვედეთის სექსუალური განათლების ასოციაცია“ (RFSU).

საგრანტო კონკურსი მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გაძლიერებასა და  ცნობიერების ამაღლებაზე  შშმ ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებით.


პროგრამის ფარგლებში გაიცემა 3 გრანტი.

თითოეული გრანტი გაიცემა - 5,000 ლარის ოდენობით.

პროექტის ხანგრძლივობა: 3-5 თვე.


ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შშმ ქალებს და/ან მათ უფლებებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფს. ერთ პირზე/საინიციატივო ჯგუფზე გაიცემა ერთი გრანტი.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობას ან ხელმისაწვდომობას ზრდას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გაძლიერებას. 
  • საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებზე;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ადვოკატირებას.

 

გრანტის მიღების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
  • ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი განაცხადის შემთხვევაში - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პროექტის/სამოქმედო გეგმის აღწერილობა;
  • პროექტის ბიუჯეტი;

 

განაცხადის ფორმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2S09Irb

ბიუჯეტის ფორმის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: https://bit.ly/35rmphO


განაცხადის  შემოტანის ბოლო ვადა 2021 წლის 25 ივნისი, 18:00 საათი.  


განაცხადი უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მეილზე: projects.phr@gmail.com 

სათაურის ველში მიუთითეთ: „მცირე გრანტების პროგრამა“.

კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე:

projects.phr@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ: 032 2 33 13 56

+995 599 091 551ან +995 598 324 871