No one has ever become poor by giving

21 თებერვალს, PHR-ის იურისტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური უფლებების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე თამარ კაპანაძემ ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობა ქვეყანაში, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება.

შეხვედრაზე თამარ კაპანაძემ განიხილა პრეცედენტული საქმეები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დარღვევას უკავშირდება.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, სტუდენტებისთვის შეხვედრა ინფორმაციული და  საინტერესო აღმოჩნდა.