No one has ever become poor by giving


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად იმატებს საჯარო ინტერესი საარჩევნო კანდიდატების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის მართვის პრეტენზია გააჩნიათ. ამ დროს საზოგადოებრივ ჯანსაღ ინტერესს წარმოადგენს, იცოდეს კანდიდატების ღირებულებები და გამოცდილება ადამიანის უფლებების შესახებ.

სწორედ ამიტომ, PHR-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებულ პარტიულ სიებში მითითებული კანდიდატებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ, როგორც მოძალადის, როდესმე გამოცემული ყოფილა თუ არა შემაკავებელი და დამცავი ორდერი.

PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია უკვე საჯაროა. მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. 2020 წლის მარტში, 4 წლიანი სასამართლოს დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა მოთხოვნის შემთხვევაში, ყველა მოქალაქისთვის მისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია თანამდებობის პირს ჩადენილი აქვს თუ არა ოჯახში ძალადობა/დანაშაული და გამოცემულია თუ არა ორდერები.

გამომდინარე იქიდან რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და ცნობილია როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატების თუ პარტიული მაჟორიტარული კანდიდატების ვინაობა, მიგვაჩნია, რომ ამგვარი ინფორმაციაც წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივს ინტერესს და უნდა გასაჯაროვდეს. ეს გადაწყვეტილება ინფორმაციის საჯაროობის გზით ამკვიდრებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ უმაღლესი საზოგადოებრივი კონტროლის სტანდარტს ზოგადად ადამიანის უფლებების და კონკრეტულად კი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” ამჟამად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებულ პარტიულ სიებში მითითებული კანდიდატებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას.