No one has ever become poor by giving

2021 წლის 19 მაისს ქუთაისში PHR-ის იურისტებმა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის თემაზე შეხვედრა გამართეს ახალგაზრდებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • სექსუალური ძალადობის დეფინიცია;
  • "თანხმობა" სექსუალური ძალადობის დროს;
  • ვინ და როგორ უნდა ამტკიცოს ძალადობა;
  • მტკიცებულებათა შეგროვება;
  • რა ბარიერებს აწყდებიან ქალები სექსუალური ძალადობის საქმეთა წარმოებისას;
  • როგორია  ბარიერებთან გამკლავების გზები და სხვა.

მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის სამოქალაქო სამართლებრივ მექანიზმებზე.

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებში მტკიცებულებითმა სტანდარტმა და ხანდაზმულობის ვადის საკითხმა.

შეხვედრა გაიმართა "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.