No one has ever become poor by giving

PHR-ის ადვოკატებმა 2022 წლის 4 და 7 მარტს, გორის და ოზურგეთის დღის ცენტრებში შშმ ქალებთან და გოგოებთან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, შშმ პირებისთვის საკუთარი უფლებებით სარგებლობა კვლავ გამოწვევად რჩება.

შეხვედრის დროს გამოიკვეთა, რომ უმრავლეს შემთხვევაში შშმ ქალებს/გოგოებს არ აქვთ მინიმალური ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით. სოციალური და ფიზიკური ბარიერები მათ ხელს უშლით დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზებაში.

შეხვედრის მიზანი შშმ ქალებისთვის და გოგოებისთვის საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობა და მათი გაძლიერება იყო.

უახლოეს მომავალში, ორგანიზაცია მსგავსი ტიპის შეხვედრების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გეგმავს.

 

შეხვედრა ჩატარდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.