No one has ever become poor by giving

საზოგადოებას გვინდა ჩავაბაროთ ანგარიში ნინოწმინდის ბავშვთა სახლსა და სხვა, არალიცენზირებულ ბავშვთა სახლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, 2014 წელს დაიწყო ბავშვთა სახლების თემაზე მუშაობა (იხილეთ ბმულები ანგარიშის ბოლოს).

  • 2015 წელს, სახალხო დამცველმა ჩაატარა რელიგიური პანსიონატების, მათ შორის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის, პირველი მონიტორინგი და აღრიცხა ამ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების მნიშვნელოვანი და სისტემური დარღვევები.

  • 2015-2020 წლებში PHR-ი ბავშვთა სახლებში არსებულ პრობლემას ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ფარგლებში განიხილავდა ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.

  • 2018 წელს სახალხო დამცველი შეეცადა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განმეორებით ჩაეტარებინა სრულფასოვანი მონიტორინგი, თუმცა მას პანსიონატის ხელმძღვანელმა ხელი შეუშალა ბავშვებთან შეხვედრაში.

  • 2021 წლის 15 აპრილს, სახალხო დამცველი კვლავ შეეცადა ჩაეტარებინა მონიტორინგი ნინოწმინდის პანსიონატში, თუმცა იგი ამჯერად საერთოდ არ შეუშვეს აღნიშნულ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელის მითითებით.

  • 2021 წლის 19 აპრილს PHR-მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სახალხო დამცველის დაუყოვნებელი შესვლა. 2021 წლის 26 აპრილს სასამართლომ (მოსამართლე ბაია ოტიაშვილი) დაუსაბუთებლად უარი უთხრა PHR- აღნიშნულ მოთხოვნაზე.

  • 2021 წლის 28 აპრილს PHR-მა გაასაჩივრა უარის განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში და წარმოება დღემდე მიმდინარეობს.

  • 2021 წლის 5 მაისს PHR-მა მიმართა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს საჩივრით და მოითხოვა დროებითი ზომის გამოცემა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში დაშვებასთან დაკავშირებით.

  • 2021 წლის 7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და გამოსცა დროებითი ზომა, რომლითაც სახელმწიფოს დაევალა სახალხო დამცველის დაუყოვნებლივ შეშვება ნინოწმინდის დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით.

  • 2021 წლის 4 ივნისს, PHR-მა მეორედ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განჩინების გამოცემა ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები ბავშვების დაუყოვნებელი გამოყვანის მიზნით იქ არსებული ძალადობის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის გამო.

  • 2021 წლის 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ივანე ღლონტი) დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა ხოლო, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაავალა ბავშვების დაუყოვნებელი გამოყვანა. განჩინება დღემდე არ აღსრულებულა სრულყოფილად (მედიის ცნობით 53 ბავშვიდან, პანსიონატში დარჩენილია დაახლოებით 19 ბავშვი).

  • 2021 წლის 14 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ გაასაჩივრა ბავშვების გაყვანის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.

  • 2021 წლის 14 ივნისს PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა ძირითადი სარჩელი დეინსტიტუციონალიზაციის და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმის მოთხოვნით. 

 შედეგები 2021 წლის 17 ივნისის მდგომარეობით:

  • არ აღსრულებულა გაეროს დროებითი ზომა: სახალხო დამცველი ჯერ კიდევ არ შესულა მონიტორინგზე.

  • სრულყოფილად არ აღსრულებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი ზომა ბავშვების დაუყოვნებელ გამოყვანასთან დაკავშირებით. (მედიის ცნობით იქ დარჩენილია 19 ბავშვი)

 უახლოესი მომავლის გეგმები:

- PHR აგრძელებს სასამართლო დავას ყველა ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის, ბავშვთა კეთილდღეობის მთლიანი სისტემის რეფორმის მოთხოვნით.

- PHR
აგრძელებს სასამართლო დავას მოსამართლე ბაია ოტიაშვილის უარის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნა.

- PHR აგრძელებს საქმის წარმოებას გაეროს ბავშვთა კომიტეტში, როგორც მოსარჩელე.

- PHR აგრძელებს სასამართლო დავას სააპელაციო სასამართლოში, ივანე ღლონტის გადაწყვეტილების დასაცავად, რომლითაც სახელმწიფო უწყებებს დაევალათ ბავშვების დაუყოვნებლივი გამოყვანა.

- PHR აგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში დაზარალებული ინდივიდუალური პირების  უფლებების დაცვას სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოებში. 


__________________________________________________________________________________

2014 წ.    პრესკონფერენცია; 
2014 წ.  საპატრიარქოს ბავშვთასახლების მონიტორინგის შედეგები-PHR 
2014 წ.  ბავშვთა სახლების მონიტორინგი 
- 2014 წ. 
დისკუსია დაგეგმილი საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგთან დაკავშირებით 
- 2016 წ.   უხილავი ბავშვები 
- 2016 წ.   პანსიონატები
-2017წ.  რატომ სწავლობენ და ცხოვრობენ ბავშვები სკოლა პანსიონებში 
- 2017 წ.  PHR - ცხოვრება ბავშვთა თავშესაფრის შემდე