ჩვენ შესახებ

image

თამარ კაპანაძე

იურისტი


2020 წლის სექტემბრიდან არის ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR იურისტი.

თამარმა იურიდიული განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2014 წლებში. 2014-2016 წლებში გაიარა სამაგისტრო პროგრამა  „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტში.

თამარის ინტერესის სფეროს წარმოადგენს არასრულწლოვანთა და შშმ პირთა უფლებები, ასევე  ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

თამარი მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორში. მათ შორის:

  • 02. 2020 – 08. 2020 წელს მუშაობდა იურისტის პოზიციაზე სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“;
  • 02.2016-05.2019 წლებში მუშაობდა იურისტის პოზიციაზე შპს „საკრედიტო ბიუროსა“ და შპს „ისთ ვესთ კაპიტალში“.
  • თამარს აქვს ტრენერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
  • 03.2019-07.2019 წელს მუშაობდა პროექტში „ისტორიები ცვლილებებისთვის“ ტრენერის პოზიციაზე. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეების ცნობიერების ამაღლების მიზნით აცნობდა ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს და ხელმძღვანელობას უწევდა ინტერვიუირების პროცესს.
  1. 02.2018-12.2018 პროექტში როგორც „SKYE” პროექტის ლიდერი ხელმძღვანელობდა ტრენინგებს თემაზე აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმების უნარ-ჩვევები და სოციალური მეწარმეობა. ტრენინგი მიზნად ისახავდა 15 დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის ცნობიერების ამაღლებას.
  1. 11.2015-11.2016 წლებში მუშაობდა ქალთა საინფორმაციო ცენტრში და ამზადებდა ბლოგ პოსტებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებთან დაკავშირებით.

თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეროვნულ და საერთაშორისო პროექტში, მათ შორის „Women, Peace and Security: A Chance for Georgia’s and Ukraine’s Protracted Conflicts?" .

თამარს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.  

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური. 

ჩვენი პარტნიორები