სოფი მენაბდიშვილი
იურისტი
სოფიკო მენაბდიშვილი
2016 წლიდან არის ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.
სოფიკო მენაბდიშვილმა
იურიდიული განათლება მიიღო საქართველოს უნივერსიტეტში 2010-2014 წლებში. 2014-2016
წლებში წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის
მიმართულებით.
ორგანიზაციაში მუშობის
პერიოდში სოფიკო მენაბდიშვილის ინტერესის სფეროს წარმოადგენს არასრულწლოვანთა
და შშმ პირთა უფლებები, ასევე ქალთა უფლებებთან დაკავშრებული საკითხები.
2019 წლიდან მენტორობას
უწევს ინფორმაციულ და ტექნიკურ სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პრაქტიკანტს.
2014 – 2017 წლებში
მუშაობდა იურისტის პოზიციაზე შპს „იურიდიული მომსახურების კომპანია სამართლის სახლში“.
სოფიკოს ჩაბარებული
აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ასევე ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებში.
მონაწილეობა მიღებული
აქვს არაერთ პროექტში, მათ შორის, რომელთაგან გამოარჩევს „ეფექტური სამართალწარმოება
გენდერული თანასწორობისთვის“.
სოფიკოს ჩატარებული
აქვს ტრენინგები საქართველოში ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშრებულ საკითხებზე.
სამუშაო ენები: ქართული,
ინგლისური, გერმანული.
სოფიკოსთვის ორგანიზაციაში მუშაობა უკავშირდება არაერთ საინტერესო და პრეცედენტული საქმის წარმოებას, რაც ანიჭებს მას მეტ ენთუზიაზმს და მოტივაციას შეცვალოს უფრო მეტი ადამიანის ცხოვრება.