ნანა გოჩიაშვილი
პროექტების ხელმძღვანელი
ნანა გოჩიაშვილი
2009 წლიდან მუშაობს ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ქალთა უფლებების
დაცვის მიმართულებით. ნანა სხვადასხვა დროს მუშაობდა ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო
და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სახელმწიფო სამსახურებსა და სახალხო დამცველის ოფისში.
მას აქვს იურისტად,
სოციალურ მუშაკად, მკვლევარად და პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ნანა მონაწილეობდა ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების
სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებაში. იგი აქტიურად
მუშაობს ალტერნატიული ანგარიშების მომზადების მიმართულებით გაეროს სპეციალური ორგანოებისთვის.
2014 წლიდან არის ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის გამგეობის წევრი და პროექტების ხელმძღვანელი.